მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიის პროტესტი: ოთხი ტელეკომპანია 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს

60ee55bd2f3c5
თელარა გელანტია
14.07.21 07:00
3113
ოთხი ტელეკომპანია: "Tv პირველი", "ფორმულა", "მთავარი არხი" და "კავკასია" 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს.

ტელევიზიების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტები და ოპერატორები არც მიმდინარე გადაღებებზე წავლენ. 

საქმე ის არის, რომ ამ გზით გრძელდება მედიის პროტესტი 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი "TV პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მედიის წარმომადგენლების შეფასებით, 5 ივლისს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ჟურნალისტების და ოპერატორების უსაფრთხოება, ვერ უზრუნველყო მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, ამიტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელური უნდა გადადგნენ და დაისაჯოს ყველა დამნაშავე.

შეგახსენებთ: "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ დაკრძალეს. ოპერატორებმა მის საცხოვრებელ სახლთან დახრილი "კამერების კორიდორი" მოაწყვეს.

ლექსო ლაშქარავას სახლიდან გასვენების დროს ტელე და რადიოარხების ნაწილმა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. მათ შორის არიან ტელეკომპანიები: „ოდიში“, „TOK TV“, „გურია“, „მეცხრე ტალღა“, „აგროგარემო“, „TV 25“, „მეცხრე არხი“ „თანამგზავრი“, „TV 4“, „რიონი“, „ბორჯომი tv“ და რადიომაუწყებლები: „ათინათი“, „მწვანე ტალღა“, „ფორტუნა“ და სხვები.

„ხელისუფლება ნახავს, რა ძალა აქვს გაბრაზებულ მედიას“ - აცხადებდა გუშინ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები