მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ ვახო სანაიას პატიმრობა მეორედ, ამჯერად 30 დღით მიუსაჯა

ვახო სანაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. ჟურნალისტი საქმის განხილვას არ ესწრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. ეს მესამე ადმინისტრაციული საქმეა, რომელიც შსს-მ ვახო სანაიას წინააღმდეგ დაიწყო. მანამდე ჟურნალისტს უკვე შეფარდებული ჰქონდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 6000-ლარიანი ჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები