მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტ Remdesivir-ის გამოყენების შედეგად, პაციენტების 68% გამოჯანმრთელდა

5e91be6cd1cb9
შოთა ტყეშელაშვილი
11.04.20 16:53
4422
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead Science Inc.-ის მიერ შექმნილ მედიკამენტ Remdesivir-ზე ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ით ინფიცირებულთა 68%-ი ამ პრეპარატის გამოყენებით გამოჯანმრთელდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კვლევა აშშ-ში, კანადასა და ევროპაში COVID-19-ით 53 ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას ეფუძნება. მათ ნახევარზე მეტს მძიმე პნევმონია აღენიშნებიდა და სასუნთ აპარატზე იყო მიერთებული.

თითოეული პაციენტი პრეპარატ Remdesivir-ის კურსს 10 დღის განმავლობაში გადიოდა. 18-დღიან პერიოდში ამ პაციენტების 68% გამოჯანმრთელდა, 30 პაციენტს შორის, ვინც სასუნთ აპარატზე იყო მიერთებული 17-მა 18-დღიან პერიოდში დამოუკიდებლად სუნთქვის აღდეგან შეძლო. კვლევის მიხედვით, დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტების 13% გარდაიცვალა, სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი იმ ჯგუფში იყო, ვინც სასუნთ აპარატზე იყო მიერთებული და მათი 18% გარდაიცვალა.

“ჩვენ ამ შედეგებზე დაყრდნობით მკაფიო დასკვნის გაკეთება არ შეგვიძლია, თუმცა ზოგადი სურათი არის ასეთი, რომ ჰოსპიტალიზირებული პაციენტების უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც remdesivir-ს იღებდა, გაუმჯობესდა,”- ამბობს ლოს-ანჯელესის სედარ სენაის საავადმყოფოს ეპიდემიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ჯონათან ჯრინი ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეპარატ remdesivir-ისა და კიდევ რამდენიმე სხვა COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის სამედიცინო ეფექტის შესასწავლად ფართომასშტაბიანი ტესტირებების ჩატარება არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები