მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტები 60-70%-ით გაიაფდა, რის გამოც მოსახლეობამ ₾300 მილიონი დაზოგა - ირაკლი ლექვინაძე

63bff41bf34de
მარიამ დემეტრაშვილი
12.01.23 23:45
740
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანამ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გაზარდა, რის გამოც მედიკამენტები 60-70%-ით გაიაფდა.

„ფასთა შორის სხვაობები საქართველოს და თურქეთს შორის ერთსა და იმავე ტიპის მედიკამენტზე იყო 300%, 400% და 800%-იანი ფასთა სხვაობა. პარალელური იმპორტის დაშვებამ პრაქტიკულად ხელი შეუწყო მედიკამენტების გაიაფებას. ჩემი ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 300 მილიონ ლარზე მეტია ის დანაზოგი, რომელიც მოქალაქეებმა ამ გადაწყვეტილების შედეგად მიიღეს.

თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზარზე კონკურენცია და რიგ მედიკამენტებზე ფასები 60-70%-ით შემცირდა“, - თქვა ლექვინაძემ „მთავარის“ პრესკლუბში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები