ონკომედიკამენტებზე წვდომისთვის ახალი სერვისის დანერგვა ამ საკითხთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საკითხს - მედიკამენტების დეფიციტს ვერ აგვარებს. მიუხედავად, იმისა, რომ მედიკამენტს პაციენტი პირდაპირ კლინიკაში მიიღებს, არ არის გამორიცხული რომ ბაზარზე საჭირო მედიკამენტი ვერც კლინიკამ მოიძიოს, რადგანაც კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტის შემთხვევები ისევ აქტუალურია. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მათ რამდენიმე მწვავე და მძიმე შეხვედრა ჰქონდათ მათ შორის აფთიაქებთან და იმპორტიორებთან, რომელთაც მოუწოდეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან შექმნილი დეფიციტები. როგორ აპირებს სამინისტრო ამ საკითხის მოგვარებას?