მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედიკამენტების ფასნამატებზე ტოტალური კონტროლი ნეგატიურ შედეგებს იწვევს - კონკურენციის სააგენტო

620a49230cc6f
ინგა მურუსიძე
14.02.22 17:00
2435
არსებობს არგუმენტები, რომ მედიკამენტების ფასნამატებზე ტოტალური კონტროლი გაცილებით ნეგატიურ შედეგებს იწვევს, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში განაცხადა.

მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს დღეს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის შედეგები გააცნო.

მედიკამენტების ფასებზე ტოტალური კონტროლის ნეგატიურ შედეგებზე საუბრისას მან აზერბაიჯანის და მოლდოვას მაგალითები გაიხსენა. „იქ მკაცრმა და ტოტალურმა კონტროლმა ფაქტობრივად დეფიციტი შექმნა ბაზარზე...

მინდა, ვისაუბრო თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკაზე. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში უნდა გაიზარდოს ჯენერიკული მედიკამენტების მოხმარება( რადგან დღეს ჯენერიკული მედიკამენტები გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა მედიკამენტები)მაგრამ თუ ამის პარალელურად ბაზარზე ვხედავთ, რომ შემომტანები ჯენერიკული მედიკამენტების პოპულარობას იყენებენ, რათა დაუსაბუთებელი ფასნამატები აკეთონ და პროცენტები იყოს მაღალი... ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ ფასნამატების გადახედვაზე რიგი მიმართულებებით და არა ტოტალურად“, - განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ კონკურენციის სააგენტომ მოამზადა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რიგ მედიკამენტებზე ფასნამატი ძალიან მაღალია. სწორედ ეს კვლევა დაედო საფუძვლად პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ თურქული ბაზარი გახსნილიყო და მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელი გამხდარიყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები