მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

წამალი წამლები აფთიაქი მედიკამენტები ჯანდაცვა

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ 451.5 მლნ დოლარის 10 019 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შეიძინა. ეს წლის ჭრილში 8.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ დაფასოებული სამკურნალო საშუალებები ქვეყნის იმპორტში მეოთხე უმსხვილესი სასაქონლო კატეგორიაა, მთლიან იმპორტში 3.8%-იანი წილით.

2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოსთვის მედიკამენტების ნომერ პირველი საიმპორტო პარტნიორი თურქეთია, რომელსაც გერმანია და უნგრეთი მოსდევს.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მედიკამენტების TOP-10 საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა შემდეგია:

  1. თურქეთი - $109.9 მლნ/3 172.4 ტონა
  2. გერმანია - $55.7 მლნ/413.3 ტონა
  3. უნგრეთი - $38.6 მლნ/264.8 ტონა
  4. შვეიცარია - $36.2 მლნ/56 ტონა
  5. საფრანგეთი - $26.8 მლნ/115.4 ტონა
  6. ინდოეთი - $21 მლნ/572 ტონა
  7. ეგვიპტე - $14.8 მლნ/329.5 ტონა
  8. ლიეტუვა (ლიტვა) - $12.3 მლნ/192.3 ტონა
  9. სლოვენია - $11.8 მლნ/113.4 ტონა
  10. ნიდერლანდები - $11.7 მლნ/90.4 ტონა

საგულუისხმოა, რომ მედიკამენტები ექსპორტზეც გადის და მეცხრე ადგილზეა უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის, თუმცა ეს არა ადგილობრივ ექსპორტს, არამედ რეექსპორტს წარმოადგენს. 8 თვეში მედიკამენტების ექსპორტმა 80.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 7.1%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და მთლიანი ექსპორტის 1.8%-ს შეადგენს. აქედან 80%-ზე მეტი სწორედ რეექსპორტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები