მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედიკამენტების საექსპორტო ფასი გაიზარდა - სად და რამდენს ვყიდით?

მედიკამენტები

ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველომ ექსპორტზე 129.5 მლნ დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გაიტანა (1826 ტონა).

2023 წელთან შედარებით, დოლარში გამოხატული ექსპორტი 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 11.7%-ით შემცირდა, რაც საექსპორტო ფასის ზრდაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან გასული სამკურნალო საშუალებების უდიდესი ნაწილი რეექსპორტია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში არ იწარმოება. 2024 წელს რეექსპორტმა მედიკამენტების მთლიანი ექსპორტის 70%-ზე მეტი - 1 305 ტონა შეადგინა.

2024 წლის მონაცემებით, მედიკამენტების TOP 5 საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:

  • უზბეკეთი - 70.3 მლნ დოლარი, 769 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 27.2 მლნ დოლარი, 603 ტონა;
  • ტაჯიკეთი - 4 მლნ დოლარი, 134 ტონა;
  • სომხეთი - 11.8 მლნ დოლარი, 105 ტონა;
  • თურქმენეთი - 1.8 მლნ დოლარი, 80 ტონა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ექსპორტი მცირედით შემცირდა - 2025 წლის პირველ კვარტალში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტმა 25.8 მლნ დოლარი (344 ტონა) შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 29 მლნ დოლარი (408 ტონა) იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები