მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტების სწრაფად გაიაფებაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალურია - PSP

61ee30ba94b2b
თათია კაკიაშვილი
24.01.22 19:40
1728
„მედიკამენტების სწრაფად გაიაფებაზე საუბარი ცოტა არარეალური და არასერიოზულია“, - ამის შესახებ BM.GE-სთან სააფთიაქო ქსელ „პსპ-ს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა განაცხადა. ასე გამოეხმაურა ის თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

კომპანია პსპ-ში აცხადებენ, რომ ეს პროცესი მარტივი არ არის და მომხმარებელი წამლებზე ფასის სწრაფ კლებას არ უნდა ელოდოს.

„ჩვენ ამ საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მედიკამენტების ის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ამ მიმართულებით მოიაზრება.  ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და რამდენიმე დიდ ეტაპს მოიცავს. ამდენად, დღეს საუბარი რაიმე კონკრეტულზე, ცოტათი არარეალურია, უფრო მეტიც - არასერიოზული შეიძლება იყოს. ერთადერთი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ და შემდეგ უკვე გამოიკვეთება, რომელ მწარმოებელთან რა მედიკამენტზე, რა პირობით უნდა ვისაუბროთ, თუმცა ეს შეთანხმება უკვე მიღწეულიც რომ იყოს, შემდეგ მას დასჭირდება გარკვეული პროცესი, რომელიც მოიცავს საკმაოდ სერიოზულ დროს და ვადებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია ხაბეიშვილმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები