მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თურქეთის ელჩი ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

"საუბარი შეეხო ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას", - წერია პრეს-რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები