მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდები შემცირდება, რაც უფრო მეტად შეეხიდება სადაზღვევო სისტემა მოქალაქეს - გოცაძე

მედიკამენტები

საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდების წილი ისევ მაღალია განსაკუთრებით მედიკამენტებზე და ამბულატორიულ მომსახურებაზე.

მისი თქმით, ეს პრობლემა წლების განმავლობაში დაგროვდა, რადგან არ ხდებოდა არც სახელმწიფო პროგრამებით და არც დაზღვევის კომპონენტით მედიკამენტების ნაწილში მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დახმარება ანაზღაურების თვალსაზრისით. მისი თქმით, რაც უფრო მეტად შეეხიდება სადაზღვევო სისტემა ამ ნაწილში მოქალაქეს ჯიბიდან გადახდები უფრო შემცირდება.

"წლების განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვა თვლიდა, რომ აუცილებელია მოსახლეობის დაცვა ჰოსპიტალური გადასახადისგან, მაგრამ წამალი მკურნალობის განუყოფელ ელემენტს არ შეადგენს. წლების განმავლობაში არ ხდებოდა პაკეტის გაფართოება. 2022 წელს დაიწყო რეფორმა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიტყვით 2005 წლიდან 2022 წლამდე რა გაკეთდა ამ კუთხით. მასშტაბური ნაბიჯი რა გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოსახლეობას შეხიდებოდა მედიკამენტების ღირებულებაში.

ეს არის დაგროვილი პრობლემა, რომელმაც ამ დონეს მიაღწია. მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხის 80% 2 სერვისზე მოდის, ეს არის ამბულატორია და მედიკამენტები. 80%-დან 63% იხარჯება მედიკამენტებზე, ძალიან მაღალი დანახარჯია მედიკამენტებზე, იმიტომ რომ მედიკამენტოზური უზრუნველყოფა სახელმწიფოს პროგრამებით ან სადაზღვევო პროგრამებით ნაკლებად არის მოცული. რაც უფრო გამდიდრდება ქვეყანა და რაც უფრო მეტად შეეხიდება სადაზღვევო სისტემა მოქალაქეს უფრო ნაკლები დაუჯდება მოქალაქეს ჯიბიდან მედიკამენტები, თუ ამბულატორიული მომსახურება, ”- ამბობს გიორგი გოცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები