"მეექვსე საავტორო სკოლა", რომლის ბუღალტერიც დღეს დააკავეს განცხადებას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა სწავლას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
"ძვირფასო მეგობრებო,როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურამ, რამდენიმე წლის განმავლობაში დოკუმენტების გაყალბებისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, დააკავა ჩვენი სკოლის ბუღალტერი.
გვინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენი შვეიცარიელი და ქართველი დამფუძნებლების ძალისხმევით, სკოლა სრულად უზრუნველყოფილია ყველა საჭირო რესურსით, რათა სასწავლო პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და სრულყოფილად.
ვაგრძელებთ სწავლას ჩვეულ რეჟიმში - სასიამოვნო სიახლეებითა და ახალი პროექტებით. პატივისცემით, მეექვსე საავტორო სკოლის ადმინისტრაცია", - ნათქვამია განცხადებაში.



























