მეფე ჩარლზის გამოსახულებით ბანკნოტებზე განსაკუთრებული მოთხოვნა დაფიქსირდა. ბანკნოტები ნომინალურ ღირებულებაზე 12-ჯერ ძვირად გაიყიდა.
ინგლისის ბანკის ინფორმაციით, ჩარლზ მესამის გამოსახულებით ბანკნოტების აუქციონებზე ათი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის 914 127 ფუნტი სტერლინგი შეგროვდა. ნომინალზე თითქმის 12-ჯერ ძვირად ბანკნოტებს ძირითადად კოლექციონერები ყიდულობენ, რადგანაც ყველას სურს მათ კოლექციაში ახალი ფული მოხვდეს.
კოლექციონერების განსაკუთრებულ ინტერესს დაბალი სერიული ნომრები იპყრობს, რაც მიუთითებს, რომ ისინი პირველთა შორის არიან, ვინც დაბეჭდილ კუპიურას ფლობს. ჩარლზ მეფის გამოსახულებით ბრიტანეთში 5, 10, 20 და 50-ფუნტიანები მიმოქცევაში 5 ივნისს გამოვიდა, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ინგლისის ბანკმა კუპიურებზე მონარქი შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ელისაბედ მეორე იყო პირველი მონარქი, რომელიც სტერლინგის ბანკნოტებზე 1960 წელს გამოჩნდა. ინგლისის ბანკის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში მიმოქცევაში 4.6 მლრდ ფიზიკური ბანკნოტია. მათი ჯამური ღირებულება 82 მლრდ ფუნტ სტერლინგს უდრის.