მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეფე ერეკლეს აბანოს განახლებასა და ახალი ფილიალის მოსაწყობად $1 მლნ-მდე ინვესტიცია ჩაიდო - როგორია "ჭრელი აბანოს" დატვირთვა?

ჭრელი აბანო

გასულ წლის ბოლოს, „ჭრელმა აბანომ“ ისტორიული, მეფე ერეკლე II-ის სახელობის ახალი ფილიალი გახსნა და პირველი სტუმრებიც მიიღო. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯაბა მამაცაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალ ფილიალში მომხმარებლებს გოგირდის სპას სთავაზობენ. რაც შეეხება შიდა ინტერიერს, აბანოში მეფის ცხოვრებიდან, 12 უნიკალური ხელნაკეთი ფრესკაა გამოსახული, დაბადებიდან გარდაცვალებამდე, რომლის მის შექმნას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ამასთან, აბანოს მუზეუმის ფუნქციაც აქვს შეთავსებული.

„გასულ წელს ახალი ფილიალის რესტავრაციასთან ერთად, ძველი ფილიალის რესტავრაცია-გარემონტებაც უზრუნველვყავით, რაშიც დაახლოებით 1 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ.

ყველაზე მოთხოვნადი, ჩვენს სერვისებში გოგირდის წყლით მომსახურება და ტრადიციული ქისა მასაჟია. პანდემიასთან შედარებით გასული წელი ბევრად უკეთესი წელი იყო. გაათმაგებული ნაკადები მეზობელი და ევროპული ქვეყნებიდან იგრძნობოდა. თუმცა ახალი წლის შემდეგ, ბოლო 2 თვეა სტუმრების რაოდენობის დაახლოებით 20%-იანი კლების ტენდენცია შეინიშნება“, - აცხადებს მამაცაშვილი.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში შემცირებული თანამშრომლების შემდეგ, კომპანიას ახალი კვალიფიციური კადრებით ავსებენ. ამ დროისათვის, „ჭრელმა აბანოსა & სპა" ჯამში 60 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები