მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეგა შოუები კიდევ გაგრძელდება 2024 წელს, ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდებით მოქალაქეებს - პრემიერი

ღარიბაშვილ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ბათუმის კაპიტალურ პროექტებში, 2012 წლამდე, 485 მლნ ლარი დაიხარჯა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი ბოლო 11 წელიწადში - 14 მლრდ ლარზე მეტი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა აქტიურად ავითარებს კურორტებს, ბოლო 10 წელიწადში 1436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია 2013 წელთან შედარებით.

„ტურიზმის განვითარება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხის განვითარებასთან. ამ მიმართულებით ჩვენს ძალისხმევაზე მხოლოდ ეს მაგალითებიც მეტყველებს:

მაგალითად, ბათუმის კაპიტალურ პროექტებში, 2012 წლამდე, 485 მლნ ლარი დაიხარჯა, 8 წელიწადში, 2012 წლამდე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხარჯა - 14 მლრდ ლარზე მეტი: 2 მილიარდამდე ლარი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები და კერძო ინვესტიციები 12 მლრდ ლარზე მეტი განხორციელდა ბათუმში, ბოლო 11 წელიწადში, ეს შედარებისთვის.

ჩვენ რა თქმა უნდა ვავითარებთ კურორტებს, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს აბასთუმნის უნიკალური კურორტის მოწყობაზე, სადაც დასრულებულია 20-მდე ისტორიული სახლის, ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო გზის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2025 წელს გაიხსნება აბასთუმნის უნიკალური კურორტი, აქ სასტუმროები შენდება აქტიურად, დაახლოებით 16 სასტუმრო ვითარდება და თექვსმეტივე მზად უნდა იყოს სტუმრების მისაღებად 2025 წელს უკვე.

ბოლო 10 წელიწადში, მეგობრებო, 1436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია 2013 წელთან შედარებით. შეიქმნა ახალი 85 000-მდე საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში და ჯამური ინვესტიცია, მინიმუმ 2 მილიარდი ლარი არის განხორციელებული ამ სექტორში.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობის განვითარებას. ის მეგა შოუები, რომლებიც გაიმართა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ გაგრძელდება 2024 წელს, ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს და არამხოლოდ, ტურისტებს, ვიზიტორებს, რომლებიც ჩამოვლენ და დაესწრებიან ამ კონცერტებს. ეს დამატებითი რეკლამაა ჩვენი ქვეყნის, დამატებითი მიზიდულობა არის ჩვენი ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები