მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის "მთავარი" წევრები აღარ იქნებიან

5e162921c6796
BM.GE
08.01.20 23:07
5174
სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ განაცხადეს, რომ ისინი სამეფო ოჯახის „მთავარი“ წევრები აღარ იქნებიან და დროის ნახევარს ბრიტანეთში, ხოლო ნახევარს ჩრდილოეთ ამერიკაში გაატარებენ. ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წყვილის სურვილია „იმუშავონ რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ“.

თუმცა, ისინი გააგრძელებენ ბრიტანეთის დედოფლის სრულ მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი 2018 წელს დაქორწინდნენ. მათ პირველი შვილი გასულ წელს შეეძინათ. პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონთან შედარებით, მეგანი და ჰარი საზოგადოების წინაშე უფრო იშვიათად ჩნდებიან, განსაკუთრებით სამეფო ოჯახთან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები