მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეღვინეებს, ვისაც პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა სურთ, Retain-ი QR კოდს უფასოდ დაუმზადებს

qr

ქართველ მეღვინეებს, ვისაც პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა სურთ, Retain QR კოდს სრულიად უფასოდ დაუმზადებს.

კომპანია აღნიშნულს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს.

"მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 8 დეკემბრის შემდეგ საქართველოში წარმოებული ღვინის ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტისთვის სპეციალური ფორმა და QR კოდია საჭირო,

როგორც უკვე იცით, ეს Retain-ის ერთ-ერთი მიმართულებაა, უკვე 150-ზე მეტი მეღვინეობის ასეულობით სახეობის ღვინოზეა დატანილი ჩვენი QR კოდები, რომლებიც გაგზავნილია 14 სხვადასხვა ქვეყანაში,

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ ეს პროდუქტი გავხადოთ სრულიად უფასო - ყველა მეღვინეს, ვისაც ქართული ღვინის შეტანა სურს ევროკავშირის ქვეყნებში, სრულიად უსასყიდლოდ, შეუზღუდავი რაოდენობით დავუმზადებთ უვადო QR კოდს შესაბამისი მოთხოვნის ფორმით", - წერს კომპანია.

Retain პარტნიორ კომპანიებს და მათ მომხმარებლებს პროცესების გაციფრულებაში ეხმარება და სთავაზობს პლატფორმას, რომლის მეშვეობით უკუკავშირის დატოვება, სულ რაღაც ათ წამში, დისტანციურად შეიძლება. Retain-ის ნოუჰაუ QR-კოდების გამოყენებას გულისხმობს, რომელთა დასკანერების შემდეგ, მომხმარებლებს უკუკავშირის დატოვება შეუძლიათ, რომელიც პირდაპირ კომპანიის მენეჯმენტთან მიდის. კომპანიებს კი, ეს ტექნოლოგია უკუკავშირის ერთ პლატფორმაზე მიღების საშუალებას აძლევს, რაც ბიზნესგადაწყვეტილებებს მეტად ეფექტიანს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები