ქართული მეღვინეობის განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირება წარმოუდგენელია რეგიონული მიკროზონების ათვისების გარეშე. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ყურადღებას აჭარა და მისი ავთენტური ჯიშები, მათ შორის ჩხავერი იმსახურებს. სოფელ ერგეში მდებარე საოჯახო მარანი - მეღვინეობა ჩხაველი - ზუსტად ამ ტრადიციული პოტენციალის კომერციალიზაციას ისახავს მიზნად. ბრენდი აჭარულ მეღვინეობას თანამედროვე მიდგომებთან აერთიანებს და პარალელურად გასტრონომიულ ტურიზმს ავითარებს. თუ რა ეკონომიკური გამოწვევები ახლავს საოჯახო მარნის მართვას, ქალი მეწარმის პოზიციონირებასა და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას?
სტუმარი: მაკა თედორაძე - “მეღვინეობა ჩხაველი”, თანადამფუძნებელი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად






























