მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეღვინეობა მართა“: როგორ აქცია ლეჩხუმელმა მეწარმემ ოჯახური ტრადიცია პრემიუმ ბიზნესად

ქართული მეღვინეობა რეგიონული ეკონომიკის მთავარი საყრდენია, სადაც საოჯახო ტრადიციები თანამედროვე ბიზნეს სტანდარტებთან ინტეგრირდება. ლეჩხუმი, როგორც უნიკალური მიკროზონა, ბაზარს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ და მოთხოვნად ღვინოს - უსახელოურს აწვდის. სწორედ ამ რეგიონიდან ღვინის უზარმაზარ სამყაროში თავის გამორჩეულ სიტყვას ამბობს „მეღვინეობა მართა“. ბრენდის დამფუძნებელი ლეჩხუმში პირველი ქალი მეღვინეა, რომელმაც უსახელოურის ოფიციალური წარმოება დაიწყო და უნიკალური ჯიში საოჯახო მარნიდან კომერციულ ბაზარზე გაიტანა. რა ფინანსურ რესურსებს ითხოვს პრემიუმ კლასის ღვინის წარმოება და როგორ მკვიდრდება ქალი მეწარმე კონკურენტულ გარემოში?

სტუმარი: მართა მუშკუდიანი - “მეღვინეობა მართა” დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები