აშშ-ს ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ამერიკა ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებს მხარს უჭერს.
“ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას მაშინ, როცა ისინი მუშაობენ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების შესრულებაზე. “მეგობარი აქტი” შექმნილია იმისთვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. მოუთმენლად ველოდებით მის გატარებას [თეთრ] სახლში”, – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას MEGOBARI Act წარედგინა - რა წერია დოკუმენტში?