მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეღვინეობა "ბახტრიონი" ჩეხეთსა და სლოვაკეთში იწყებს ექსპორტს

6347f79d3a391
მარიამ იზორია
17.10.22 09:30
673
მეღვინეობა ბახტრიონი ექსპორტზე გადის. როგორც bm.ge-სთან მეღვინეობის დამფუძნებელი მამუკა პაპაშვილი აღნიშნავს, აქამდე „ბახტრიონი“ მხოლოდ საქართველოს ბაზარზე იყიდებოდა, წლევანდელი მოსავლისგან მიღებული ღვინო, ჯამში, 7 000-მდე ბოთლი პროდუქტი სრულიად ექსპორტზე ჩეხეთსა და სლოვაკეთში გაიყიდება. მისივე თქმით, წლის ბოლომდე ახალი მარნის მშენებლობასაც დაასრულებენ, რომელიც წარმადობას 30 000 ბოთლამდე გაზრდის.

„წელს 8 ტონა ყურძენი დავწურეთ და დაახლოებით 7000 ბოთლ ღვინოს ჩამოვასხამთ. აქამდე ჩვენი ღვინო მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა, წელს კი ჩვენი ქისი, ხიხვი, საფერავი და რქაწითელი სრულად ჩეხეთისა და სლოვაკეთის ბაზარზე გაიყიდება.

დავიწყეთ ახალი, 45 ტონიანი მარნის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე ამოქმედდება. ახალი მარანი, ქვევრები და მოსავალი გვექნება. შედეგად, 30 000 ბოთლი უნდა ვაწარმოოთ“ - აღნიშნავს „ბახტრიონის“ დამფუძნებელი.

მეღვინეობა „ბახტრიონი“ კახეთში, კერძოდ, თელავში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები