რუსეთი ფქვილის ექსპორტის რეკორდულ ზრდას ელოდება. სოფლის მეურნეობის ბაზრის კვლევის ინსტიტუტის, IKAR-ის გენერალურმა დირექტორის განცხადებით, რუსეთიდან იანვრისთვის 560 ათას ტონაზე მეტი ხორბლის ფქვილი გავიდა ექსპორტზე, მაშინ, როცა მთელ გასულ სეზონზე 830 ათასი ტონა ფქვილი ექსპორტირდა. კერძო სექტორში ელიან, რომ საქართველოში, რომელიც ძირითადად რუსულ მარცვლეულს მოიხმარს, შესაძლოა, ფქვილის იმპორტი გაიზარდოს, რაც ქართველი ფერმერებისთვის რისკის შემცველია. ბაზრის მოთამაშეები ფქვილის დროებითი საიმპორტო მოსაკრებლის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.
სტუმარი: ლევან სილაგავა - “ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი;