მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეხსიერების მატარებელი" - რუსულ-ბელარუსულ პროექტს აფხაზებსა და ოსებსაც სთავაზობენ

მეხსიერების მატარებელი

პროექტის "მეხსიერების მატარებელი" ორგანიზატორები წელს მონაწილეებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ელიან. რუსული მედიის ცნობით, მოგზაურები დსთ-ს ქვეყნებიდანაც იქნებიან.

"მეხსიერების მატარებელი" რუსულ-ბელარუსული პროექტია, რომელიც პირველად 2022 წელს შედგა. პროექტის ფარგლებში, მატარებელი ყველა იმ ქალაქში ჩადის, რომელთა ისტორია სამამულო ომის მოვლენებთანაა დაკავშირებული.

"ჩვენ ველოდებით დსთ-ს ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაიმე პოლიტიკური დავა სხვადასხვა მიმართულებით, ვფიქრობ, დიდი სამამულო ომის ხსოვნამ, ჯარისკაცების გმირობებმა, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, უნდა გაგვაერთიანოს, გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დიდ ცხოვრებაში შედიან. ეს არის ყველა იმ ადამიანის პროექტი, ვინც აფასებს საბჭოთა ხალხის გმირობის ხსოვნას. რა თქმა უნდა, მოგზაურობაში მოვიწვევთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებს", - განაცხადა რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანმა, დიმიტრი მეზენცევმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, გასულ წელს, 200 მოგზაურით დატვირთული მატარებელი 22 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, სხვადასხვა ქალაქს ეწვია. შარშან პროექტს სომხეთი და ყირგიზეთიც შეუერთდნენ.

ცნობისთვის, დსთ-ს წევრი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები