მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა, დაკავებულია რამდენიმე პირი

აქცია

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია მელიქიშვილის გამზირზე გამოჩნდა და მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.

სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავებულების გარდა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.

ჭავჭავაძის გამზირს სპეცრაზმი ტოვებს და ადგილზე მხოლოდ პოლიციელები რჩებიან. ტერიტორიიდან გაჰყავთ წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო ავტომობილებიც.

ჭავჭავაძის გამზირზე ამ დროისთვის მუშაობს დასუფთავების სამსახური.

ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის მომიტინგეებისგან სრულად გათავისუფლებულია - სამართალდამცავებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.

დემონსტრანტები აპროტესტებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები