მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მემორანდუმები ორმხრივ პარტნიორობას კიდევ უფრო განამტკიცებს" - საქართველო-ჩინეთს შორის 4 მემორანდუმი გაფორმდა

ლი ციანი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში "ოცნების" მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა რამდენიმე სტრატეგიული მემორანდუმი, რომლებიც მიზნად ისახავს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციური პარტნიორობის გაფართოებას - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

4 მემორანდუმი, რომელზეც მთავრობა საუბრობს

  1. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმი;
  2. საჰაერო აბრეშუმის გზის“ ერთობლივი განვითარების მემორანდუმი;
  3. ოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი;
  4. ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი;

"ქართული ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის, განცხადებით, მემორანდუმების პაკეტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც სავაჭრო, ისე ტექნოლოგიური და სატრანსპორტო მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის. ორივე ლიდერმა ისაუბრა იმ მიზნებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ხალხთა ურთიერთობებს გააძლიერებს. გაფორმებული მემორანდუმები კიდევ უფრო განამტკიცებს ორმხრივ პარტნიორობას,“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები