Memorease ტასნაცმლისა და აქსესუარების ბრენდია, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და მომხმარებლებს ქუდებს, ჩანთებსა და მაისურებს სთავაზობს, რომელზედაც ჩემპიონატის სამახსოვრო მომენტები თუ ფრაზებია დატანილი.
როგორც ბრენდის თანადამფუძნებლები, მეკო ჭანტურია და ნანა კაკაბაძე BM.GE-სთან აცხადებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ბრენდი იმ ემოციებს უკავშირდება, რომლის შემდეგაც ნაკრები ევროპაზე გავიდა, კომპანიის მიზანი პროდუქციის ხელმისაწვდომობა იყო.
"გვყავს მრავალფეროვანი მომხმარებელი. როგორც დიდებს, ასევე ბავშვებსაც შეუძლიათ მოირგონ მაისურები.
ბრენდი მხატვარ, თამუნია ბუდაღაშვილთან კოლაბორაციით შეიქმნა. პროდუქციაზე, კეპებზე, მაისურზე, ჩანთაზე და სხვადასხვა აქსესუარებზე ისტორიული მატჩის სამახსოვრო მომენტები, თუ ფრაზები გვაქვს დატანილი. ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ ემოციების ტარება ყოველდღიურად, სხვადასხვა აქსესუარის სახით გვეტარებინა.
ბრენდი ცოტა ხნის წინ ჩაეშვა, თუმცა მიუხედავად ამისა საკმაოდ მასშტაბური გამოხმაურება ჰქონდა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. გაიყიდა ასობით ერთეული. პირველ რიგში ძალიან გვახარებს ის, რომ არ წყდება ინტერესი ჩვენი პროდუქციის მიმართ და სამომავლოდ აუცილებლად შემოგთავაზებთ საინტერესო სიახლეებს",- აცხადებენ დამფუძნებლები.