მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მენტალური შვებულება - “თიბისი დაზღვევის” შეთავაზება თანამშრომლებისთვის

BM.GE
28.03.23 11:09
263
WHO-ს 2022 წლის კვლევების მიხედვით, დასაქმებულთა 60% გამუდმებით გადაღლას გრძნობს, რის გამოც მათი პროდუქტიულობა სამსახურში და ზოგადი კეთილდღეობა ცხოვრებაში იკლებს. გონებრივი “გადაწვა” ხშირად არის სტრესისა და შფოთვის მიზეზი, რასაც შედეგად არაპროდუქტიულობა და უკიდურეს შემთხვევაში დეპრესია მოჰყვება. ზოგადი მენტალური ფონის გაუარესებას ხელი პანდემიამაც შეუწყო. ამ რეალობაში "თიბისი დაზღვევამ" თანამშრომლებისათვის მენტალური შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტანდარტული 24 დღიანი დასვენებისა დამატებით 5 დღიანი შვებულებით ისარგებლებენ. იქამდე იყო შეთავაზება მომხმარებლებისათვის, როცა ჯანმრთელობის დაზღვევას ახალი დაფარვა დაამატეს — მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის. ეს სიახლე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს 50%-იანი თანაგადახდით ფსიქოთერაპევტთან და ფსიქიატრთან კონსულტაციაზე. 

რას მოიცავს თანამშრომლებისათვის მენტალური შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას და რატომ გადაწყვიტეს კომპანიაში გამოსავლის ამ ფორმით მოძებნა?

სტუმარი: თეა მახარაძე - "თიბისი დაზღვევის" ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი;

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები