Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის II კვარტალში გუდაურში 74 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი შემცირებაა.
ანგარიშის თანახმად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 73.0% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 55.4% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500).
"გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.
2024 წლის II კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი უცვლელად $1,420/მ2-ზე
დარჩა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.3%-იანი ზრდაა,"- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.