მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მთავრობისგან 600 ლარს და საიუბილეო მედლებს მიიღებენ

5eb65424bd0c2
BM.GE
09.05.20 10:53
1388
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი ჯილდოვდება საიუბილეო მედლით - „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“, - შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და მას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.

ამავე განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები