მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე შედეგი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში - გიორგი მამარდაშვილი ისტორიაში შევიდა

მამარდაშვილის მოგერიებული ბურთები

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ასპარეზობა 16 საუკეთესო გუნდს შორის დაასრულა. მერვედფინალში “ჯვაროსნები” ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა 4-1 დაამარცხა, რომელმაც მეოთხედფინალში გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაში გაინაღდა.

ჩვენი ნაკრებიდან ინდივიდუალურ დონეზე განსაკუთრებული შედეგი გიორგი მამარდაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში, UEFA-ს ოფიციალური საიტის მიხედვით, 29 ბურთი მოიგერია და ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა.

სპორტული ანალიტიკური სააგენტოს OPTA-ს ინფორმაციით, 1980 წლიდან მოყოლებული ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა. 2008 წელს რუსეთის ნაკრების მეკარემ იგორ აკინფეევმა 6 თამაშში 32 ბურთი მოიგერია, რაც სამით აღემატება ქართველი გოლკიპერის მაჩვენებელს.

მამარდაშვილის ანალოგიური შედეგი ჰქონდა იტალიელ მეკარე ფრანჩესკო ტოლდოს, რომელმაც 2000 წელს ჩატარებულ ევრო პირველობაზე ანალოგიური რაოდენობის ბურთი მოიგერია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იმ წელს იტალია ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე გიორგი მამარდაშვილის შემდეგ ყველაზე მეტი ბურთი იტალიელ ჯანლუიჯი დონარუმას აქვს მოგერიებული, რომელმაც კარი 14 სახიფათო შეტევისგან იხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები