მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე წელია რუსეთში ღვინოს არ ვყიდით - "თბილღვინო"

ღვინო

2023 წელს, ,თბილღვინომ" როგორც ექსპორტზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის ფასი 7-8%-ით გაზარდა - ამის შესახებ bm.ge-ს „თბილღვინოში“ განუცხადეს. კომპანიის დირექტორის, ზურაბ მარგველაშვილის თქმით, მიზეზი, დამხმარე მასალების გაძვირებაა.

,, ბოლო წლებია, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე გვიწევს გავზარდოთ ფასი. მაგრამ, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მეტად გვეზრდება დანახარჯები, ვიდრე ეს ღირებულებაზე აისახება. მაგალითად, დამხმარე მასალებზე; ბოთლზე, საცობზე, სასუქზე, თავის დროზე ტრანსპორტირება იყო ძალიან გაძვირებული. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია, რომ თვითღირებულება მზარდია ბოლო წლები არ იცვლება. რეაურად ფასის მატება კომპანიისთვის ერთგვარი სისუსტეა, თუ გიწევს ფასის იმაზე მეტად ზრდა, ვიდრე კონკურენტ ბაზრებს. მით უფრო, როცა სხვა ქვეყნების ცნობადობის ზრდას ვერ ეწევა საქართველო.

2023 წელს ჩვენ ფასი გავზარდეთ საშუალოდ 7-8%-ით, როგორც საექსპორტო ასევე ადგილობრივ ბაზარზე" - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, 2023 წელს კომპანიის მთავარი მიზანი, არა საექსორტო ბაზრების და მოცულობის ზრდა, არამედ არსებული პოზიციების შენარჩუნება იყო.

,,გასულ წელს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პოზიციების შენარჩუნება. მეორე წელია რუსეთში არ ვიყდით ღვინოს. ასევე, ცხადია უკრაინაში ომის გამო, მნიშვნელოვნადაა მოთხოვნა შემცირებული, რომელიც მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი იყო. ასევე, მსყიდველობითი უნარი შემცირებულია ბალტიისპირეთში და პოლონეთში. გასაგებია, რომ ღვინო არ არის პირველადი მოხმარების პროდუქტი და პრიორიტეტი. ამ გეპოლიტიკური და ეკონომიკური რყევების ფონზე, ასახვა დიდი იყო და მიზანი, გაყიდვების ზრდა კი არა, შენარჩუნება იყო, რაც მოვახერხეთ" - განაცხადა მარგველაშვილმა bm.ge-სთან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ,,თბილღვინო" რუსული ბაზარი კომპანიის ექსპორტის 20-21%-ს იკავებდა. ომის დაწყებისთანავე კი, მარგევლაშვილმა განაცხადა „რუსეთში მანამ არ დავბრუნდებით, სანამ ომი არ მორჩება“,

,,თბილღვინოს" წარმოების 85% ექსპორტზე გადის. კომპანია სისტემატურად 30 ქვეყანაში ყიდის ღვინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები