მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე ვადით სემეკის თავმჯდომარედ - რა იქნება დავით ნარმანიას პრიორიტეტები?

ელექტროენერგია გაიაფდა. ახალ წლამდე 4 დღით ადრე სემეკმა ტარიფების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის 3 თეთრით შემცირდა. ახალი საფეხურებრივი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ პერიოდში სემეკი ტარიფებს გეგმურად ყოველ 6 თვეში ერთხელ გადახედავს. სემეკმა დღეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტარიფებზეც იმსჯელა და მიუხედავად მოლოდინისა, მომხმარებლებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დარჩა, თუმცა წყლის ტარიფი თბილისში, მცხეთასა და რუსთავში ბიზნესისთვის გაიზარდა. ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 1 კუბ.მეტრზე 8.8 ლარით თბილისსა და მცხეთაში, ხოლო ქ რუსთავში - 6.5 ლარით 1 კუბ.მეტრზე. რის საფუძველზე შეამცირა ელექტროენერგიის ტარიფი სემეკმა და შეძლებს თუ არა კომპანია წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ჩანაცვლებას ახალი ტარიფის პირობებში?

სტუმარი: დავით ნარმანია - სემეკის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები