მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მექანიკის ინჟინერია“ - პროგრამა, რომლისთვისაც ₾300 000-ზე მეტი დაიხარჯა, 3 წელიწადში, მხოლოდ, 19 იუნკერი ჩაირიცხა

სს

აუდიტმა სამხედრო განათლების სისტემის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო კურსზე არსებულ პროგრამებსა და ჩარიცხულ მოსწავლეებზე.

აუდიტის თანახმად, 2016-2019 წლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო კურსზე სულ ჩაირიცხა 57 430 აბიტურიენტი, საიდანაც სწავლა შეწყვიტა 186-მა (43%) მსმენელმა.

სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი შეინიშნება ასევე იმ სასწავლო წლებთან მიმართებითაც, რომლებიც დღეის მდგომარეობით მიმდინარეა, კერძოდ:

აუდიტის თანახმად, საქართველოში არსებული მექანიკის ინჟინერიის სპეციალობის პირების კლებადი დინამიკის გამო, ზარალდება როგორც თავდაცვის სამინისტროს სისტემა, ისე ზოგადად შრომის ბაზარი. სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2022-2023 წლებში 1,102 სტუდენტს შეადგენს, ხოლო 2022-2023 წლის კურსდამთავრებულთა რიცხვი − 470-ს.

2019 წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აკრედიტაცია მიიღო საბაკალავრო პროგრამამ − „მექანიკის ინჟინერია“, რომელზეც მიღება 2021 წლამდე არ განხორციელებულა. პროგრამის შექმნის მთავარ მიზანს წარმოადგენდა თავდაცვის ძალებში საინჟინრო სპეციალისტების ნაკლებობობიდან გამომდინარე, ლოჯისტიკის, საჰაერო თავდაცვის, საინჟინრო, ავიაციის და სხვა გვარეობებში მომზადება. პროგრამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით აკადემიისა და სამინისტროს მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, რაზეც ჯამურად დაიხარჯა 376,964 ლარი.

როგორც აუდიტი წერს, თავდაცვის აკადემია, საბაკალავრო პროგრამების პოპულარიზაციას ახორციელებს ვებგვერდის, სოციალური ქსელის და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით. საინფორმაციო კამპანია ამ ეტაპისთვის ხორციელდება შიდა ქართლის რეგიონში არსებულ სკოლებში.

აღსანიშნია ის გარემოება, რომ "მექანიკის ინჟინერიის" საბაკალავრო პროგრამაზე 2021-2022 წლებში სულ ჩარიცხულია მხოლოდ 19 იუნკერი, მათგან დღეის მდგომარეობით სტატუსი − აქტიური აქვს 15-ს.

თავდაცვის სამინისტროსთვის მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მნიშვნელობის მიუხედავად, პროგრამაზე ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია, რის მიზეზსაც ქვეყანაში აღნიშნული სპეციალობის დაუფლების მსურველთა კლებად დინამიკასთან ერთად, აკადემიის მიერ ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში არასაკმარისი საინფორმაციო კამპანიაა.

რამდენია იუნკერების სტიპენდია და ჯარიმა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები