მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია იუნკერების სტიპენდია და ჯარიმა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში?

სს

აუდიტმა სამხედრო განათლების სისტემის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რამდენია იუნკერების ყოველთვიური სტიპენდია და ჯარიმა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში.

მანამდე გეტყვით, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია არის უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსათვის ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება.

აკადემიაში სამხედრო განათლება ინტეგრირებულია აკადემიურ განათლებასთან, რაც მოიცავს ბაკალავრიატის დონეზე ოფიცრის საწყისი სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურის, ხოლო მაგისტრატურის დონეზე − ოფიცრის შუალედური სამხედრო განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების II საფეხურის ინტეგრაციას.

აკადემიაში მოხვედრა, სხვა უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლამდე, აბიტურიენტთა სამხედრო სამსახურში ვარგისიანობის დასადგენად, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ხორციელდება შესაბამისი პროცედურები. აკადემიაში მოხვედრა შესაძლებელია მობილობით სხვა უნივერსიტეტიდან, მაგრამ სტუდენტი ირიცხება და სწავლას იწყებს პირველი კურსიდან.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ და სწავლის შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

სტიპენდია:

  • აკადემიის იუნკერებს აქვთ ყოველთვიური სტიპენდია 200-დან 500 ლარამდე;
  • 2024 წლიდან, პირველიდან მესამე კურსის ჩათვლით, სტიპენდია 320 ლარის ოდენობით;
  • მეოთხე კურსელებისთვის სტიპენდია 1,530 ლარის ოდენობით განისაზღვრა;

საბაკალავრო პროგრამებსა და საკანდიდატო კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში იუნკერი/ მსმენელი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს კონტრაქტს. კონტრაქტის ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვრება სხვადასხვა ოდენობით.

ჯარიმა:

  • I კურსზე − 1500 ლარი;
  • II კურსზე − 2500 ლარი;
  • III კურსზე − 4000 ლარი;
  • IV კურსზე − 5000 ლარი.
  • საკანდიდატო კურსის მსენელთათვის სამხედრო მოსამსახურეების შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას 5,000 ლარის ოდენობით;
  • სამოქალაქო პირების შემთხვევაში კი, მსმენელად ყოფნის პერიოდში − 1,500 ლარის;
  • კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურის პერიოდში − 5,000 ლარის ოდენობით;

სწავლის დასრულების შემდეგ ენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება − ლეიტენანტი, ხოლო იუნკერებს − ასევე ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სპეციალობაში.

სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხული კადეტების 63%-ს თავდაცვის აკადემიაში სწავლის გაგრძელება არ სურს - აუდიტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები