აუდიტმა სამხედრო განათლების სისტემის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში არსებულ ნაკლოვანებებზეა საუბარი.
დაწყებითი სამხედრო მომზადების პროგრამას სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახორციელებს, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე (X, XI, XII კლასი) ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ლიცეუმში ჩარიცხული კადეტების 63%-ს არ სურს სწავლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაგრძელება. შესაბამისად, სრულყოფილად არ არის მიღწეული ლიცეუმის მიზანი − „კადეტში სამხედრო სამსახურისადმი სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივება“.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ლიცეუმის მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები პოპულარიზაციის გაზრდის, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ წლების განმავლობაში ლიცეუმში სწავლის მსურველთა რაოდენობის ტენდენცია იკლებს.
როგორც აუდიტი წერს, ლიცეუმის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია პანდემიით და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით, თუმცა კლების მაჩვენებელი პანდემიის წინა პერიოდშიც აღინიშნება.
სტატისტიკას თუ ჩავხედავთ:
2010-2021 წლებში ლიცეუმში განაცხადი შეიტანა 7,503 მოსწავლემ, საიდანაც ჩაირიცხა 1,644 (22%) და სწავლის სხვადასხვა ეტაპზე ამოირიცხა 626 (38%), ხოლო ლიცეუმი დაამთავრა მხოლოდ 826-მა (50%) მოსწავლემ. გარდა ლიცეუმში ჩაბარების მსურველთა რაოდენობის კლებისა, ასევე გამოვლინდა დაბალი მაჩვენებელი კადეტთა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის გაგრძელების მიმართულებით.
2017-2020 წლებში ჩარიცხული კადეტებიდან ლიცეუმი დაამთავრა მხოლოდ 61%-მა, ნაცვლად 75% ისა, ხოლო კურსდამთავრებულებიდან 43%-მა, ნაცვლად 80%-ისა, სწავლა გააგრძელა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
ამასთანავე, ანალიტიკური პროცედურებით გამოვლინდა, რომ 2016, 2017, 2018 წლებში ლიცეუმში ჩარიცხული კადეტებიდან მხოლოდ 14% ირიცხება დღეის მდგომარეობით თავდაცვის ძალებში.
"ლიცეუმში გამოვკითხეთ სხვადასხვა კლასის 92 კადეტი (31.5%). შედეგად გამოვლინდა, რომ კადეტების მიერ სწავლის შეწყვეტის მთავარ მიზეზს ლიცეუმში არსებულ შეზღუდვებთან, სამხედრო ცხოვრების წესებთან შეუგუებლობა, სამხედრო სამსახურზე არასწორი წარმოდგენა და დაწესებული ბარიერის დაძლევა წარმოადგენს. გარდა აღნიშნულისა, კადეტები აღნიშნავენ, რომ XII კლასში (აბიტურიენტობის დროს) მეცადინეობისთვის გამოყოფილი დრო არასაკმარისია ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგის მისაღებად და გრანტის მოსაპოვებლად.
აკადემიაში სწავლის გაგრძელების მსურველთა (ოფიცრის პროფესიის დაუფლების) რაოდენობა 2023 წლის იანვრის მდგომარეობითაც მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთანავე, მაღალია იმ კადეტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი ლიცეუმის დასრულების შემდგომ რა პროფესიას ლიცეუმში ჩარიცხული კადეტების 63%-ს არ სურს სწავლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაგრძელება. შესაბამისად, სრულყოფილად არ არის მიღწეული ლიცეუმის მიზანი − „კადეტში სამხედრო სამსახურისადმი სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივება“;
ამასთანავე, ლიცეუმის წესდებით მკაფიოდ არ არის გაცხადებული მისი მთავარი დანიშნულება − მოამზადოს მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შემდგომი სწავლისთვის და საქართველოს თავდაცვის ძალებში მომავალი კარიერისთვის, რაც რეალურად სამხედრო სკოლის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, კადეტის მიერ პირველადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენასთან ერთად.
აღნიშნული მიზნების არსებობა ვლინდება სხვა ქვეყნის ანალოგიური პრაქტიკების შესწავლის შედეგადაც, მაგალითად, ჩეხეთის სამხედრო ლიცეუმის წესდებაში36 ნათლადაა გაცხადებული ზემოაღნიშნული მიზნები. შედეგად, კადეტებს ლიცეუმში ჩაბარებისთანავე გათვიცნობიერებული აქვთ მათი მომავალი პროფესია სამხედრო მიმართულებით და ის სირთულეები, რაც თან ახლავს სამხედრო პირად ყოფნას. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით იგეგმება შესაბამისი აქტივობები", - წერს უადიტი.
დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში შემდეგი სახის ნაკლოვანებები გამოვლინდა:
- ლიცეუმის წესდებით მკაფიოდ არ არის გაცხადებული მისი მთავარი დანიშნულება − მოამზადოს მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შემდგომი სწავლისთვის და საქართველოს თავდაცვის ძალებში მომავალი კარიერისთვის, რაც რეალურად სამხედრო სკოლის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, კადეტის მიერ პირველადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენასთან ერთად;
- არსებული ლოჯისტიკური რესურსიდან გამომდინარე, ლიცეუმი ახორციელებს მსურველთა საშუალოდ მხოლოდ 30%-ის მიღებას;
- 2017-2020 წლების ანალიზის შედეგად, ჩარიცხული მოსწავლეებიდან დროის სხვადასხვა ეტაპზე საშუალოდ 40%-მა შეწყვიტა სწავლა და ამოირიცხა ლიცეუმიდან;
- ლიცეუმდამთავრებულ აბიტურიენტთა საშუალოდ 50-60% აგრძელებს სწავლას სხვადასხვა სასწავლებელში და არა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. ამასთანავე, 2016, 2017, 2018 წლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმდამთავრებული 215 კადეტიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაირიცხა 103 (48%). აქედან, აკადემია დაასრულა 59-მა პირმა (57%), მათგან დღეის მდგომარეობით თავდაცვის ძალებში ირიცხება 50 ოფიცერი. აღნიშნული მაჩვენებლები არ არის ეფექტიანი და ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;
- კადეტებისთვის არ არის შემუშავებული და დანერგილი შესაბამისი შეღავათები/სარგებელი, გააგრძელონ სწავლა სამხედრო მიმართულებით ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში;
- ლიცეუმს ოფიციალურად არ აქვს ინფორმაცია კადეტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებისა და შესაბამის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ლიცეუმში სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის ხელშეწყობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამხედრო ლიცეუმის მიზნები და მისი მიღწევის საშუალებები ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანობის საკმარის წინაპირობებს.
რეკომენდაცია: სამხედრო განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის, ხარისხის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯის თავიდან აცილების მიზნით:
- მიზანშეწონილია ლიცეუმის წესდებაში მკაფიოდ განისაზღვროს სამხედრო სკოლის მთავარი დანიშნულება − მოამზადოს მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შემდგომი სწავლისთვის და საქართველოს თავდაცვის სისტემაში მომავალი კარიერისთვის;
- მიზანშეწონილია, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ლიცეუმს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ოფიციალური ინფორმაცია კადეტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ, რაც შესაძლებლობას მისცემს, სამომავლოდ ყურადღება გაამახვილოს იმ საგნებზე, რომლებშიც კადეტები შედარებით დაბალ ქულებს იღებენ;
- მიზანშეწონილია ლიცეუმმა განახორციელოს სწავლის სხვადასხვა ეტაპზე კადეტთა სასწავლებლიდან ამორიცხვის მიზეზების მოკვლევა; მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით კი განახორციელოს სისტემატური მუშაობა კადეტებთან, როგორც ლიცეუმში მიღების ეტაპზე, ასევე სწავლის სრული პერიოდის განმავლობაში;
- ლიცეუმის დამთავრების შემდგომ, კადეტების მიერ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საწყისი სამხედრო განათლების გაგრძელების და სწავლის უწყვეტობის პრინციპის შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია გაგრძელდეს კადეტებისთვის შესაბამისი წამახალისებელი მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის პროცესი − ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო განათლების
- მისაღებად.