მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მექსიკამ და შტატებმა სავაჭრო შეთანხმების დადება გადაავადეს

კლაუდია შაინბაუმი

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შაინბაუმმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან შეთანხმების მიღწევა და სავაჭრო შეთანხმების დადების საბოლოო თარიღის გადავადება შეძლო. როგორც ქვეყნის პირველი პირი განმარტავს, ხელმოწერის თარიღმა კიდევ რამდენიმე კვირით გადაიწია, რაც ორივე მხარეს მისცემს საშუალებას, ბოლო დეტალები დააზუსტონ და საბოლოოდ ისეთი გარიგება გააფორმონ, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება ხელსაყრელი.

ცნობისთვის, მექსიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმების დადება ჯერ კიდევ ივლისის მიწურულს იგეგმებოდა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობის ფონზე მხარეებმა გარიგების ხელმოწერა ოქტომბრის ბოლომდე გადაავადეს. სწორედ ამ ე.წ. დედლაინს გასდიოდა ვადა კვირის ბოლოს. თუ მხარეები კონკრეტულ შეთანხმებას ვერ დადებდნენ, მექსიკურ პროდუქციაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები 30%-მდე გაიზრდებოდა.

შაინბაუმის განმარტებით, მიმდინარე მოლაპარაკებებში დარჩენილია 54 საკითხი, რომლებზეც საბოლოო პოზიციების შეჯერება ვერ ხერხდება, თუმცა პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მხარეებმა აქამდე გაცილებით უფრო პრობლემური თემების გადაჭრაც მოახერხეს. შესაბამისად, რამდენიმე კვირაში პოზიციები არსებულ საკითხებზეც შეჯერდება.

მექსიკის პრეზიდენტის განცხადებამ დადებითი გავლენა იქონია პესოს კურსზე, რომელიც დოლართან მიმართებით 0.29%-ით გამყარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები