მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან გადაცემულ ₾1 მილიონს ქველმოქმედებას, ქვეყანაში MMA-ის განვითარებას მოახმარს, - ამის შესახებ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფომ მე და ილიას[თოფურიას] გადმოგვცა 1 მილიონი ლარი, რისთვისაც დიდი მადლობა. ამ თანხას სრულად გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი ქველმოქმედება რაც მქონდა საქართველოში MMA-ის განვითარებისთვის... მადლობა საქართველოს მთავრობას და ამ საჩუქარს სრულად გამოვიყენებ, რომ მოვახმარო საქართველოში MMA-ის და სპორტის განვითარებას, რათა ქვეყანაში UFC-ის ქამარი, პრიზები და წარმატებები ჰქონდეთ ამ სპორტში და ზოგადად ჭიდაობაში“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, UFC-ის ჩემპიონები, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია სახელმწიფოსგან ფულად ჯილდოს, 1-1 მლნ ლარს მიიღებენ.
UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი 29 სექტემბერს 17 საათზე ჩამოვიდა და 18 საათზე ფილარმონიასთან გულშემატკივარს შეხვდა.