UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის საჭირო მასალებით: ოქრო, ვერცხლი და ტყავის სარტყელი. Sportskeeda-ს ინფორმაციით, ქამრის დამზადებისთვის დაახლოებით 2 ფუნტი ოქროა საჭირო.