მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ოქტაგონზე უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა და 5 რაუნდიდან დაპირისპირებაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართველისთვის, კარიერაში პირველი სატიტულო დაცვა იყო.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ჩემპიონს MMA-ში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 18 გამარჯვება აქვს, ასევე მან ბოლო 11 ბრძოლაში გაიმარჯვა. რაც შეეხება ნურმაგომედოვს, შერეულ ორთაბრძოლებში მას 18 მოგება აქვს და არც ერთხელ დამარცხებულა.
UFC-ის წლის პირველი pay-per-view ტურნირი კალიფორნიის შტატში, ქალაქში ინგლვუდში, Intuit Dome არენაში გაიმართა. ეს არის 18 000 ადამიანზეა გათვლილი სივრცე, რომელიც ცნობილია თავისი სპორტული დაწესებულებებით, რადგან ლეიკერსიდან დაწყებული ჩარჯერსითა და რამსით დამთავრებული ყველა ადგილობრივი სპორტული კლუბი სწორედ აქ იყრის თავს. ამასთან, ის სრულად აღჭურვილია უახლესი აუდიო-ვიდეო ტექნიკით. მისმა მფლობელმა, სტივ ბალმერმა Intuit Dome არენას ასაშენებლად 2 მილიარდი დოლარის ოდენობით ინვესტიცია ჩადო.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. UFC 306 მაშინ ქალაქ ლას-ვეგასში გაიმართა და ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზე მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.




























