მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება - მერია

კოსტავას ქუჩა
BM. GE
12.11.23 16:00
338

თბილისის მერიის განცხადებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე შეიზღუდება,"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები