“Mercedes Benz Business Week” დღეს საღამოს 7 საათისკენ გაიხსნება და მ უქმეებზეც სტუმრებს ძალიან საინტერესო სპიკერებსა და შეხვედრებს გვპირდება.
მსოფლიოში პირველად, მერსედეს-ბენცის კვირეული საქართველოში ჩატარდება. ღონისძიებამ დაანონსებისთანავე როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლების ყურადღება მიიქცია. ღონისძიება მერსედეს-ბენც დაიმლერის ოფიციალური მხარდაჭერით „ბენე ექსკლუზივი“-სა და საქართველოში მერსედეს-ბენცის ცენტრის მიერ თბილისში ხორციელდება. მომხიბლავია საერთაშორისო და ქართველი სპიკერების ჩამონათვალი.
ბიზნეს კვირეულზე გერმანიიდან მოწვეული სტუმრების გარდა, “ბრენდინგის მამად“ წოდებული ცნობილი უკრაინელი მარკეტინგის ექსპერტი, ატრეპრენუარი და სპიკერი, ანდრეი ფედორევი გაგვიზიარებს თავის საერთაშორისო გამოცდილებას. ბიზნეს კვირეულზე საერთაშორისო სპიკერების გვერდით ძალიან საინტერესო თემებით ქართველი გამომსვლებები წარდგებიან. მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და ქართული ტურიზმის ტრენდებსა და ბიზნეს ტურიზმის იმ უახლეს მიმართულებებზე ისაუბრებს, რისი წყალობითაც საქართველომ მსოფლიო ტურიზმის რუქაზე მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს. დათო ტურაშვილი კი სპეციალურად ბიზნეს კვირეულისთვის მომზადებული თემით, „ლიტერატურა და ბიზნესი“-თ წარდგება მსმენელის წინაშე. შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz Business Week Georgia ბიზნეს სექტორის ცხელი თემებითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ეპიცენტრად 7, 8 და 9 ივნისს იქცევა.


































