მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-Benz-მა გერმანიაში ინვესტიციები შეაჩერა და ქარხნების დახურვას განიხილავს

Pension Trust

Reuters-ის ცნობით, პრემიუმ-კლასის ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz-მა გერმანიაში მდებარე ქარხნებში ყველა ინვესტიცია შეაჩერა და ობიექტების დახურვის განხილვა დაიწყო.

კომპანიამ ეს ნაბიჯი გერმანიაში წარმოების მაღალი ხარჯების გამო გადადგა, რადგან საწარმოო საბჭოსა და პროფკავშირების წარმომადგენლებთან სახელფასო ხარჯების შემცირებაზე შეთანხმებას ვერ აღწევს.

აღსანიშნავია, რომ თვეების განმავლობაში Mercedes-Benz-ი თანამშრომლებს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებდა, თუმცა უშედეგოდ.

კომპანიის შიდა ქსელში გამოქვეყნებულ ინტერვიუში Mercedes-Benz-ის წარმოების ხელმძღვანელმა, მიხაელ შიბემ განაცხადა, რომ მენეჯმენტმა სწორედ ამის გამო გერმანიაში ყველა შემდგომი ინვესტიციის შეჩერების ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, ეს ნაბიჯი გერმანიის საავტომობილო სექტორში არსებული კრიზისის მორიგი გამწვავებაა, და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიაში ათიათასობით სამუშაო ადგილს შეუქმნის საფრთხეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები