მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-Benz-მა ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი ბრენდის სტატუსი მოიპოვა

Mercedes

ისტორიაში პირველი ავტომობილის შემოქმედმა, Mercedes-Benz-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი ბრენდის სტატუსი მოიპოვა.

Brand Finance-ის შეფასებით, Mercedes-ის ბრენდი დაახლოებით 59.4 მილიარდი დოლარი ღირს და ის თითქმის $1 მილიარდით უსწრებს მეორე ადგილზე ჩამოქვეითებულ Tesla-ს. რეიტინგის ხუთეულში ასევე ვხედავთ: Toyota-ს, Porsche-სა და BMW-ს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მხოლოდ ბრენდის და მასთან ასოცირებული იმიჯის შეფასება და არც უშუალოდ კომპანიის, რადგან ამ პარამეტრით Tesla პირველობას არ თმობს, ვინაიდან, ის საფონდო ბირჟაზე 611 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. შედარებისთვის, Mercedes-Benz-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $83 მილიარდს შეადგენს, რაც 7-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის.

ბრენდის ღირებულება იმაზე მიუთითებს, თუ როგორი ცნობადობით, პრესტიჟითა და აღიარებით სარგებლობს ბრენდი საზოგადოებაში. ამ მაჩვენებლით, როგორც ჩანს, ისევ 138-წლიანი ისტორიის მქონე გერმანული ბრენდი ლიდერობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები