მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Merck-ი $32 მილიარდად ბიოფარმაცევტული კომპანიის შეძენას განიხილავს

moonlake

სამედიცინო ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი, Merck-ი ბიოფარმაცევტულ კომპანია Revolution-ის შესყიდვას განიხილავს. არსებული ინფორმაციით, საუბარია $28-დან $32-მილიარდამდე მოცულობის შეთავაზებაზე, რომლითაც კომპანია ონკოლოგიურ დაავადებებთან საბრძოლო პრეპარატების მწარმოებლის შესყიდვაზე მსჯელობს. როგორც ირკვევა, Revolution-ის შესყიდვით Merck-ის კონკურენტებიც არიან დაინტერესებული, შესაბამისად, საბოლოო ვერდიქტი ბიოფარმაცევტული კომპანიის ინვესტორებმა უნდა მიიღონ.

თუ სამედიცინო ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი Revolution-ის შესყიდვას მოახერხებს, ის წვდომას მოიპოვებს ექსპერიმენტულ პრეპარატ დარაქსონრასიბზე, სიმსივნესთან საბრძოლო წამალზე, რომელიც ამჟამად კლინიკური გამოცდების ბოლო ეტაპზეა და რომლის ეფექტურობაც პანკრეატიტისა და ფილტვების კიბოსთან მიმართებით იტესტება. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ პრეპარატი მარეგულირებლის დასტურს მიიღებს, მის გამოშვებაზე ექსკლუზიური უფლების მქონე კომპანია 2035 წლამდე $10 მილიარდის შემოსავალს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ Merck-ისთვის მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე თვეში კომპანიას კეიტრუდას წამლის წარმოების ექსკლუზიური ლიცენზია აღარ ექნება და შემოსავლების კლების რისკის წინაშე დადგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები