მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Merck-მა $22 მილიარდად Daiichi-სგან კიბოს წამალი იყიდა

merck

ფარმაცევტული ინდუსტრიის გიგანტმა, Merck-მა 22 მილიარდ დოლარად იაპონური Daiichi Sankyo-სგან კიბოს წამლის რეალიზაციის უფლება იყიდა.

გარიგება მოიცავს იაპონური კომპანიის მიერ შექმნილ სამ ექსპერიმენტულ პრეპარატს და ბიოტექნოლოგიურ ინტელექტუალურ საკუთრებას.

ამ გარიგების შედეგად, Merck-ს ონკოლოგიური პრეპარატების პორტფელის გაზრდა შეეძლება, Daiichi კი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, ბიოტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ის ერთ-ერთი გლობალური ლიდერია.

Merck-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $260 მილიარდს შეადგენს და ის ფარმაცევტული კომპანიების ტოპ ხუთეულში შედის. Daiichi Sankyo-ს კაპიტალიზაცია $54 მილიარდია და ის უმსხვილეს იაპონურ ბიოტექნოლოგიურ კომპანიას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები