ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, Merck-მა პორტფელის გაფართოების და სიმსივნის წამლის მწარმოებელი კომპანიის, Modifi Biosciences-ის 1 მილიარდ 300 მილიონ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ცნობილია, Modifi ამჟამად ისეთ ექსპერიმენტულ წამალზე მუშაობს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ Merck-მა კომპანია სრულად შეისყიდა, რაც ფარმაკოლოგიურ სექტორში სტანდარტული პრაქტიკაა.
Modifi-ს მიერ შექმნილი პრეპარატი სიმსივნის უჯრედების გენეტიკური კოდის ცვლილებას იწვევს, რაც დაავადებას გავრცელების საშუალებას არ აძლევს. თუკი პრეპარატი მარეგულირებლისგან დასტურს მიიღებს და მართლაც გაამართლებს, მაშინ Merck-ის აქციონერები ამ გარიგებით უდიდეს ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Merck-ის საბაზრო შეფასება 270 მილიარდი დოლარია და ის პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაკოლოგიური კომპანიაა, რომელიც ასობით პრეპარატს და სამედიცინო დანადგარს აწარმოებს.