ფარმაცევტულმა გიგანტმა Merck-მა ბიოტექნოლოგიური კომპანია Revolution Medicines-ის შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყვიტა.
გარიგება, რომელიც 2026 წლის პირველ მსხვილ შერწყმად უნდა ქცეულიყო, დაახლოებით 30 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება ფასზე შეუთანხმებლობის გამო შეწყდა. როგორც ჩანს, Merck-ის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ Revolution Medicines-ის საბაზრო ღირებულება ზედმეტად მაღალი იყო და სტარტაპში $30 მილიარდის გადახდა არაგონივრული იქნებოდა.
სიახლის გავრცელებისთანავე Revolution Medicines-ის აქციების ღირებულება 22%-ით დაეცა, რადგან თავად მისი შეფასება იმ მოლოდინზე იყო დაფუძნებული, რომ მას Merck-ი შეისყიდდა, რაც არ გამართლდა.
მიუხედავად მოლაპარაკებების შეჩერებისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პროცესი შეიძლება მომავალში განახლდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომპანია 2026 წლის პირველ ნახევარში კლინიკური კვლევების ახალ მონაცემებს გამოაქვეყნებს.




























