მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 16 ივლისის 12:00 საათიდან განახლდება და განაცხადები ბიუჯეტის ამოწურვამდე მიიღება.
როგორც BMG-ის სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს, პროგრამის ბიუჯეტი 9 მილიონი ლარია.
სააგენტოს თანახმად, განაცხადები შემდეგი ლიმიტების და რეგიონების მიხედვით მიიღება:
ა) ვეტერინარიის და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით არაუმეტეს 75 000 ლარი, მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.
ბ) რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარის ასაკი არის მამაკაცის შემთხვევაში 18-დან 35 წლის ჩათვლით და მდედრობითი სქესის შემთხვევაში 18-დან 40 წლის ჩათვლით, განაცხადების ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს. ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში განაცხადების ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 2 500 000 (ორნახევარ მილიონ) ლარს. აღნიშული ლიმიტი ვრცელდება შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
გ) საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი საწარმოს შემთხვევაში, განაცხადების ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 240 000 ლარი, აღნიშული ლიმიტი ვრცელდება შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
დ) მცირე ზომის რძის გადამამუშავებელი საწარმოს შემთხვევაში ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 400 000 ლარს. აღნიშული ლიმიტი ვრცელდება შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
ე) რძის შემგროვებელი პუნქტი, განაცხადების ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 320 000 ლარი. აღნიშული ლიმიტი ვრცელდება შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
ვ) რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე, მოცემული მიმართულებით განაცხადების ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 84 000 ლარს. აღნიშული ლიმიტი ვრცელდება შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
ზ) ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის ამ მიმართულებით განაცხადების ჯამური ლიმიტი მდედრობითი სქესის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 560 000 ლარს, ხოლო მამრობითი სქესის შემთხვევაში არაუმეტეს 32 000 ლარს.“ ეს ლიმიტები ვრცელდება შემდეგ 3 რეგიონზე: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
თ) აჭარის ა/რ, გურია, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი რძის პირველადი წარმოების (ფერმის მოწყობა) მიმართულებით მაქსიმალური ჯამური ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 3 000 000 ლარს.
პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ხორციელდება. სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის 723 ბენეფიციარია დაფინანსებული.