bm.ge-ის ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ ოფიციალურად განცხადებას ის, სავარაუდოდ, დღეს დაწერს.
ქუთაისის მერის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს პირველმა არხმაც გაავრცელა.
რატომ ტოვებს ვადაზე ადრე პოსტს ხალხის მიერ 2017 წელს არჩეული მერი, უცნობია. bm.ge-ის წყაროს ინფორმაციით, იმერეთის მთავრობაში მერის თანამდებობიდან წასვლა ბოლო რამდენიმე თვეა, რაც განიხილება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული თანამდებობა ონის მერმა ემზარ საბანაძემაც დატოვა. მასთან ერთად წავიდა მერის პირველი მოადგილეც. ამ დრომდე არც ონის ყოფილ მერს გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ გადადგა.
ცნობისთვის: ემზარ საბანაძე შს მინისტრის მოქმედი მოადგილის კახა საბანაძის მამაა.