მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა"- როდის გაიხსნება ბრენდების მოლი ქუთაისში?

ქუთაისი

„სინომი რითეილი“ განვითარების სტრატეგიულ რუკაზე ქუთაისს განიხილავს და უახლოეს წლებში ქალაქში მაღაზიების გახსნას აანონსებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრისა და ეკონომიკური პარამეტრების მოკვლევა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში, კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა, ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტის წყალობით საკმაოდ აქტიური ზონაა, თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით, ვიზიტორთა დაყოვნების პერიოდი ქალაქში საშუალოდ 1-დან 1.5 დღემდე მერყეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად შეძლებს ქუთაისი მომავალ წლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების უფრო ხანგრძლივად დატოვებას.

„სტრატეგიულად ქუთაისი არის ჩვენს განვითარების რუკაზე, თუმცა მოკვლევის ეტაპზე ვართ. აქ ვხედავთ, რომ არარეზიდენტების წილი იზრდება უფრო მაღალი ტემპით, შესაბამისად, ახალი ლოკაციები აუცილებლად უნდა იყოს. ასე ვთქვათ, ტურიზმთან უნდა მეგობრობდნენ და შესაბამისად, გათვლა იმაზე უნდა იყოს, რომ როგორც ადგილობრივს, ისე ტურისტებს უნდა მოემსახუროს.

ქუთაისის ეკონომიკა შესასწავლია. ის აეროპორტის გამო საკმაოდ აქტიურია, თუმცა დაყოვნება ქუთაისში, ჩვენი ინფორმაციით, არის 1-დან 1.5 დღემდე. საინტერესოა, როგორ შეიცვლება ეს დინამიკა. შეძლებს თუ არა ქუთაისი მომდევნო წლებში უფრო დიდი ხნით დატოვოს როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტები და შექმნას თავისი ტურისტული ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა.

არარეზიდენტები ჩვენს შემთხვევაში 26%-ს შეადგენენ, შესაბამისად, მაინც რეზიდენტები უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა დინამიკაში ვხედავთ, რომ არარეზიდენტები ორჯერ უფრო მაღალი ტემპით იზრდებიან, შესაბამისად, 3-4 წელიწადში შეიძლება გათანაბრდეს მათი წილი. ამიტომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია.

ასევე ის, რომ დღეს ქუთაისში არ არსებობს რითეილ ინფრასტრუქტურა, არ არსებობს დიდი სავაჭრო ცენტრები. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, არსებობს პროექტები ქუთაისში, რომლებიც უახლოეს 3-4 წელიწადში განვითარდება და სწორედ ამ მომენტისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ ეკონომიკის შესახებ უფრო ზუსტად და მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენ უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვფიქრობთ, რომ „სინომი რითეილი“ ქუთაისში აუცილებლად გაიხსნება უახლოეს წლებში.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში რეზო მაღალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები